Friday, May 2, 2014

მეცხრე დღე

       დღეს ბოლო დღეა ტრენინგის საკმაოდ  დაძაბული რადგან ვაკეთებთ ჩვენი ნამუშევრის განხილვას. პირველი ჩემი ნამუშევარი განვიხილეთ და ტრენერს მოეწონა და თქვა, რომ "ძალიან კარგია" მეც რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ და მხოლოდ "დამხმარე " დამჩა ამასაც აუცილებლად გავაკეებ! მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ავტორებს, ინტელს და ჩვენს ტრენერს ბატონ დავითს, რადგან მართლა საინტერესო და სახალისო პროექტია და მართლა ბევრი რამ ვისწავლე

Sunday, April 27, 2014

მერვე დღე

 აი დავასრულე ნამუშევარი,დრეს დავამუსავეთ დიფერენცირებული სწავლება და სასწავლო თემისთვის სასწავლო მასალები.  მე კი ვარ კმაყოფილი, მაგრამ ვნახოთ როგორ შეაფასებს ამას ჩვენი ტრენერი. თვითონ კი აშკარად დაძაბულია რა თქმა უნდა, რომ მას უნდა ყველა დადებითად შეაფასოს რადგან ყველას აზრები  ძალიან საინტერესოა .
                                გისურვებთ წარმატებებს.
 მეშვიდე დღე

     როგორც ჩანს თითქმის ვასრულებთ პროექტის გეგმაზე მუშაობას. ამ ტრენინგმა კიდევ ერთხელ დამაფიქრქ რაღაცეებზე, მაგალიტად რომ სწავლა სახალისო უნდა იყოოს, რადგან თუ საქმის კეთება სიამოვნებას არ გგვრის არ გააკეთებ,  ამიტომ მოსწავლეებს სწავლამ  უნდა მიანიჭოს სიამოვნება.
      ყველას წარმატებას ვუსურვებ!
მეხუთე დღე
        დავიწყეთ შეფასების დროის ჩარჩო და შეფასების ინსტრუმენტები. ეხლა კი დროა ჩემი დაგეგმილი პროექტი მრავალფეროვანი და სწორი სეფასებებით განვავრცო. ყველა აქტიურად არის ჩართული და ისეთი მონდომებულები არიან პირდაპირ ვგაოცებული ვარ. ცალიან კარგია ,რომ ჩვენი ტრენერი ხშირად გვაფასებს ჩვენც  და არ იშურებს გამამახნევებელ სიტყვას   "მაგარია"
მეოთხე დღე

      დავიწყეთ პროექტის გეგმის წერა. ცოტა არ იყოს ძნელია ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, მაგრამ დათომ საკმაოდ კარგად ახსნასთან ერთად გვაჩვენა სხვების ნამუშევრების ნიმუშები და ამასაც მშვენივრად გავართვი თავი.
       პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ,  რამდენი საუკეთესო პროექტის იდეა და როგორი კარგია ყველაფერ ამის მოსმენა!
        ისე გავიდა დრო თითქმის ვერ გავიგე.

Saturday, April 5, 2014

მესამე დღე

        ინტელის ტრენინგი საკმაოდ საინტერესოა. მინდა ვთქვა ,რომ პირველი დღე შედარებით დამღლელი იყო რადგან არ იყო ინტერნეტი და  თეორიაზე მოგვიწია საუბარი.სახლში მოცემული დავალებების შესრულებისას ცოტა არ იყოს რაღაცეები ერთმანეთში ამერია და შემდეგ ბატონ დათოსთან (ჩვენი ტრენერი)  მიმოწერით გავართვი თავი.
        ასევე აქამდე მეგონა რომ ელ. ფოსტა მხოლოდ წერილების გასაგზავნი საშუალება იყო და სხვა ბევრი რამ შევისწავლე. I-II  დღეს ვისწავლე რა გზებით მოვძებნო ამ პროგრამის   წიგნი. შემდეგ როგორ უნდა ვიმუშაო პროექტებით სწავლებაზე.
ყველაზე საინტერესო  იყო ასევე ბუკლეტის გაკეთება. დაგვევალა "პროექტით სწავლება"- ბუკლეტის გაკეთება.მესამე დღეს კი ვისწავლეთ  ბლოგის გაკეთება .